ეკა ხოფერია: ,,ნიკოლკას მოტეხილი ფეხის ეპოპეის ბოლო ეტაპიც გადავლახეთ – დღეს რკინები ამოუღეს”

ეკა ხოფერია: ,,ნიკოლკას მოტეხილი ფეხის ეპოპეის ბოლო ეტაპიც გადავლახეთ - დღეს რკინები ამოუღეს"ეკა ხოფერიამ ფეისბუქში დაწერა:

“3 თებერვალს ნიკოლკას მოტეხილი ფეხის ეპოპეის ბოლო ეტაპიც გადავლახეთ- დღეს რკინები ამოუღეს.

ასე საჯაროდ რა დასადები და სათქმელი ამბავია რომ არა ერთი გარემოება. კარგ ექიმებს მინდა მადლობა ვუთხრა: მერაბ და ირაკლი ვარძუკაშვილებსა და მთელ მათ გუნდს.

საკმაოდ მძიმე მოტეხილობა იყო, ოპერაცია თავის დროზე არაჩვეულებრივად ჩატარდა, გვერდში გვედგნენ რეაბილიტაციის რთულ და გაწელილ პერიოდში. ახლაც რკინების ამოღებისას ნიკოლას რომ ნაკლები სტრესი ჰქონოდა ( ძალიან ღელავდა მეორე ოპერაციის წინ) ეს მინი ოპერაცია ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკა -ში გაუკეთეს.

ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი, პროფესიონალი და წესიერი ექიმი გვყავს და იმსახურებენ ისინი მეტ პატივისცემასა და მადლობასაც. ასე რომ მადლობა კარგო ექიმებო.

მეორე თემაც მინდოდა დამეწერა: პატივცემულო ” ჩაინიკო” ან ” არაჩაინიკო” უფროსებო, ტრასაზე პატარა ბავშვს თუ დაეჯახებით( შემთხვევით ცხადია) ჩემი გულიდან წამოსული რჩევაა: არ მიატოვოთ ეს ბავშვი ადგილზე და თუ მიატოვეთ( ეგეც გასაგებია ანერვიულებულზე) მერე მაინც მიდით ან დაურეკეთ და უთხარით, არ მინდოდა, ჩემო პატარა მეგობარო, ბოდიში ასე იმ პატარას კარგი და წესიერი ადამიანებისადმი რწმენას კიდევ უფრო გაუღრმავებთ.

ხუჯიკა კარგადაა და რომ გაიგო, ერთი კვირა სკოლას გააცდენს და ტელეფონზე ითამაშებს , კიდევ უფრო კარგადაა/”