ბოდბის სასწაულმოქმედ წყაროზე რუსები საცურაო კოსტიუმებით მივიდნენ

ბოდბის სასწაულმოქმედ წყაროზე რუსები საცურაო კოსტიუმებით მივიდნენსოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც რუსი ტურისტები ბოდბის მონასტერში საცურაო კოსტიუმებით არიან. ფოტოები გადაღებულია წყაროსთან, რომელსაც სასწაულებრივად განკურნების ძალა აქვს. მორწმუნეები იქ განსაბანად სპეციალურად მიდიან და ამ დროს კვართის მსგავს თეთრ, გრძელ კაბებს იცვამენ. ამ ადგილს ყველა მოკრძალებით ეხება, რადგან განსაკუთრებულ სიწმინდეს წარმოადგენს. ბუნებრივია, ტურისტების საქციელმა ბევრი აღაშფოთა.

,,დღეს ვიყავით საოცარი ამბის მომსწრენი. ბოდბის მონასტერში, წმინდა წყალთან რიგში დგომის დროს შემოვარდა შავი ჯიპი რუსული ნომრებით. გამოვარდნენ ქალი და კაცი საცურაო კოსტიუმებით (პირდაპირ პლაჟიდან) და შეუერთდნენ მომლოცველებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.

მათ შენიშვნა მისცეს, რამაც პირიქით, მათი აგრესია გამოიწვია (როგორც სჩვევიათ ხოლმე ოკუპანტებს) და დემონსტრაციულად დატოვეს ტერიტორია. აი, რისი გადაღებაც შევძელით” – დაწერა  ნინო მაჭარაშვილმა და ფოტოებიც ატვირთა.