ზუზუ როლზე დაამტკიცეს – მას დღეს დაკრძალავენ

ზუზუ როლზე დაამტკიცეს - მას დღეს დაკრძალავენმსახიობ ზაზა ბეჟაშვილს, იგივე ზუზუს დღეს 2 საათზე გააცილებენ უკანასკნელ გზაზე. ბედის ირონიაა, რომ მსახიობი, რომელიც მუდამ როლების ნაკლებობას უჩიოდა, აზერბაიჯანში როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ ტელეჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ ფეისბუქში გუშინ დაწერა.

,,ზუზუ ბეჟაშვილი ბაქოში როლზე დაამტკიცეს… დღეს მოვიდა პასუხი…
ხვალ დაკრძალვაა 14 საათზე… ასე დასრულდა ეს ამბავი”.

აღსანიშნავია, რომ ზაზა ბეჟაშვილმა აზერბაიჯანულ ფილმში შესრულებული როლისთვის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის პრიზი მიიღო.