,,ზუზ, ჩემი ხელით მიგიყვანე საბოლოო სახლთან. გაკოცე, გამოვბრუნდი, მაგრამ მაინც ცოცხალს გეძებ” – რომან ქევხიშვილი

,,ზუზ, ჩემი ხელით მიგიყვანე საბოლოო სახლთან. გაკოცე, გამოვბრუნდი, მაგრამ მაინც ცოცხალს გეძებ” - რომან ქევხიშვილიჟურნალისტი რომან ქევხიშვილი გარდაცვლილ მეგობარზე, მსახიობ ზაზა ბეჟაშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

,,ჩემო ზუზუ, ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებ. უკიდეგანო სიცარიელეა უშენოდ. დღეში ასჯერ შემოვდივარ შენს კედელზე, თითქოს შენს დაწერილს რამეს წავითხავ. მერე ისტერიკულად ყვირილი მინდება, მაგრამ ცრემლებში ვახრჩობ სათქმელს…

განვიცდი ყველა დაკარგულ დღეს, ვბრაზდები საკუთარ თავზე, რომ უფრო მეტი დრო არ გავატარე შენთან…

ზუზ, ჩემი ხელით მიგიყვანე საბოლოო სახლთან. გაკოცე, გამოვბრუნდი, მაგრამ მაინც ცოცხალს გეძებ, იმიტომ, რომ ვერ გაგიშვი. დიდი ადგილი გაქვს ჩემს გულში და აქ გტოვებ სამუდამოდ.

ჰო, კიდევ, არ იდარდო, ციალას არ მივატოვებ, არც შენ… ახალ მისამართზე გესტუმრები ხოლმე. მუხათგვერდის გზაც ხომ მასწავლე…

დაბოლოს, ხომ იცი, ურწმუნო ვარ, სხვა ცხოვრების არ მჯერა, მაგრამ ახლა შენ უკეთ იცი… იქნებ ოდესმე კიდევ შეგხვდე სადმე და მერე ამ პოსტზე მაგრად ვიცინოთ”.