,,ტელეარხი რომ მაქვს, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა”- გიორგი ასათიანი ,,სილქნეტში” მაღალ თანამდებობაზე მუშაობს

,,ტელეარხი რომ მაქვს, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა"- გიორგი ასათიანი ,,სილქნეტში" მაღალ თანამდებობაზე მუშაობსტელეკომპანია „ხარისხის არხის“ დამფუძნებელი გიორგი ასათიანი, რომელიც ამავე არხზე თანადამფუძნებელ დავით გიორგობიანთან ერთად უძღვება გადაცემას „დასაბამიდან სასუფევლამდე“, ინტერნეტსივრცეში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

ორი წამყვანის დებატებზე შექმნილი ვიდეორგოლები სოციალური ქსელების და იუმორისტული შოუების ჰიტებად იქცა. გიორგი ასათიანი ჟურნალ „სარკესთან“ ამბობს, რომ ტელეკომპანია რომ აქვს, ეს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა:

-ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, ტელეარხი რომ მაქვს, თუმცა, როცა სპეციალურად უფუჭებდნენ აპარატურას, მას ჩემი ხელით აწყობილ ტექნიკას ვუგზავნიდი.

პირველი მაღალი გარჩევადობის ტელევიზიის შემქმნელი ვარ საქართველოში. ახლა „სილქნეტში“ ბიძინა ბარათაშვილის მოადგილე ვარ. ყველაფერი ჩემი ხელით ავაწყვე. დაახლოებით 70 ტელეკომპანია მაქვს ამ ხელებით აწყობილი.

ბიძინა ივანიშვილმა პირობები შეგვიქმნა. მიშას დროს რომ გამოვთქვი სურვილი, ტელეკომპანია გამეკეთებინა, კუდი-დან შემომითვალეს, არც გაბედოო. ბიძინას მოსვლიდან ერთ კვირაში ტელეარხი გავაკეთე.

ტელეარხი იმიტომ მინდოდა, რომ „რუსთავი2“-მა ქართველ ერს შეუცვალა აზროვნება და დანერგა ისეთი მცნებები, რაც ქრისტიანობისთვის მიუღებელია…

ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ჟურნალ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში