სახალხო დამცველი: ,,ჰომოსექსუალთა ქორწინება უნდა დაკანონდეს, ტერმინი ,,ოჯახის უფროსი” უნდა შეიცვალოს”

სახალხო დამცველი: ,,ჰომოსექსუალთა ქორწინება უნდა დაკანონდეს, ტერმინი ,,ოჯახის უფროსი" უნდა შეიცვალოს"სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კონსტიტუციაში ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის განსაზღვრებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ჰომოსექსუალთა სამოქალაქო ქორწინება (პარტნიორობის) აღიაროს.

სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ სხვა შემთხვევაში კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ქორწინებას, როგორც ქალის და მამაკაცის კავშირს განსაზღვრავს, წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან.

ცნობისათვის, სამოქალაქო პარტნიორობის გაფორმება არის იგივე ქორწინება, რომელსაც პროპაგანდისტული მოტივებით, ხალხის უარყოფითი რეაქციის თავიდან ასაცილებლად, უბრალოდ სხვა სახელი ჰქვია. სამოქალაქო პარტნიორობა არის წყვილის ურთიერთობის იურიდიული გაფორმება, რაც წყვილს და მის ურთიერთობას სამართლებრივად დაცულ და განსაზღვრულ ერთობად აქცევს, თავისი გარკვეული ვალდებულებებით, უფლებებით და შინაარსით. ანუ სამოქალაქო პარტნიორობის არსებითი შინაარსი ზუსტად იგივეა, რაც ოჯახის სამართლებრივი შინაარსი.
იმ ევროპულ ქვეყნებში, სადაც ჰომოსექსუალთა სამოქალაქო პარტნიორობა დაკანონებულია, ერთადერთი რეალური განსხვავება პარტნიორობასა და ოჯახს შორის არის ის, რომ პარტნიორობის შემთხვევაში ჰომოსექსუალ წყვილებს შვილის აყვანის უფლება არ ეძლევათ. ყველა სხვა უფლებით ჰომოსექსუალთა პარტნიორობა ოჯახისგან არსებითად არაფრით განსხვავდება და რეალურად ეს არის იგივე ოჯახი, რომელსაც უბრალოდ სხვა სახელი მოუფიქრეს, რათა ამ ნორმის დამკვიდრების მიმართ მოსახლეობისგან რაც შეიძლება მცირე წინააღმდეგობა იყოს.
ცხადია, გარკვეული დროის შემდეგ, როცა ამ განსხვავებული სახელწოდებით ჰომოსექსუალთა ოჯახების არსებობას საზოგადოება შეეგუება, ამ ურთიერთობის ფორმას ოჯახს დაარქმევენ და შვილის აყვანის უფლებას დაამატებენ. პროცესი სწორედ ამგვარი სახით ვითარდებოდა დასავლეთში და ასე განვითარდება აქაც.

სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრს და მთავრობის სახელით გამოცემულ საკანონმდებლო აქტებში გამოყენებული ტერმინის „ოჯახის უფროსის“ სხვა უფრო ნეიტრალური ფორმით მოდიფიცირება მოითხოვა, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის აზრით, თანამედროვეობაში აღნიშნული ტერმინის გამოყენება ამყარებს ქალის შესახებ სტერეოტიპულ წარმოდგენებს, რომ ქალი ოჯახის მეორეხარისხოვანი წევრია.  ტრადიციულ წარმოდგენებში „ოჯახის უფროსად“ მოიაზრებოდა მამაკაცი, რომელიც მისი სქესის გამო ოჯახში გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო. სახალხო დამცველის აზრით, თანამედროვეობაში აღნიშნული ტერმინის გამოყენება ამყარებს ქალის შესახებ სტერეოტიპულ წარმოდგენებს, რომ ქალი ოჯახის მეორეხარისხოვანი წევრია, არ არის თანასწორად გადაწყვეტილების მიმღები და დოვლათის შემომტანი, რაც, თავის მხრივ, სქესის საფუძველზე ნეგატიური შეხედულებების წამახალისებელია.

ზოგად წინადადებაში ასევე მითითებულია, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკანონმდებლო ბადე, რომელიც ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად უნდა ისწრაფოდეს დემოკრატიული საზოგადოების ისეთი იდეალებისკენ, როგორიც პირთა შორის თანასწორობის პრინციპის დამკვიდრება და სტერეოტიპებისგან თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაა.

ტაიმნიუს.ჯი