,,ჩემთან ფრთხილად” – წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში და ერთ დროს თავის თანამოაზრეებს მიმართავს:
,,მედროვე ადამიანები არ მიყვარს! ჰე, ახლა, ვინც 2012 წელს აქციებზე იდექით და არ შეგიყვანეს იმ 150 დეპუტატში ან საკრებულოში ვერ მოხვდით, გამწარდით, გაცოფდით და გაქანდით ნაცების სააგენტოებში, მიეცით ინტერვიუ, იყვირეთ, იჩხავლეთ და იქნებ სხვა პარტიის სიებში ჩაჯდეთ.
ისე, 2 მილიონი კაცი იდგა იმ დროს აქციებზე და რა ვქნათ, პარლამენტში 3 მილიონი დეპუტატი ხომ არ ავირჩიოთ, ყველას გეყოფათ. ისე ჩემთან ფრთხილად, როცა დამსახურებებს ჩამოთვლით თქვენსას8 მეც არ ვარ დეპუტატი და თქვენზე ცოტა მეტად გამიწირია თავი. არა მარტო აქციებზე ვმდგარვარ, ვამხელდი ტელევიზიით ჯალათებს და ჩემი სიცოცხლე სასწორზე მედო, ოჯახიც შვილიც და ნათესავებიც. ჰოდა, რა ვქნა, დეპუტატი რატომ არ ვარ, ვიყვიროო?”.

