,,მოხუცის მოვლის ხელფასით 2 წყვილი ,,გუჩის” კეტი ვიყიდე და მიშას რატომ აცვია 895 დოლარიანი კეტიო…” – გიორგი ნიკოლაიშვილი

,,მოხუცის მოვლის ხელფასით 2 წყვილი ,,გუჩის” კეტი ვიყიდე და მიშას რატომ აცვია 895 დოლარიანი კეტიო..." - გიორგი ნიკოლაიშვილიბოლო ორი დღეა, სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოს, სადაც მას ,,ბალენსიაგას” 895 დოლარიანი ბოტასები აცვია. ამ თემას ფეისბუქით ეხმაურება ამერიკაში მცხოვრები გიორგი ნიკოლაიშვილი.

,,ძალიან ამაზრზენი ხალხი ხართ უმეტესობა: ორი დღეა აღშფოთდა სრულიად ერი, მიშას რატომ აცვია ,,ბალენსიაგას” $895 ღირებულების კეტებიო.
თქვე კაი ადამიანებო, ერთი რიგითი ემიგრანტი ვარ, არც ქვეყნის პრეზიდენტი ვყოფილვარ, არც ევროპაში მიცხოვრია, არც ამერიკულ უნივერსიტეტში წამიკითხავს ლექციები, მაგრამ მოხუცის მოვლის ხელფასით 2 წყვილი ,,გუჩის” კეტი ვიყიდე 1 თვეში: თითოს ფასი $730!
კაცი პრეზიდენტი იყო და დღემდე გავლენებს ინარჩუნებს მსოფლიოს პოლიტიკურ წრეებში და კეტები გაგიკვირდათ?
მეტეორი კი არა, უფრო დიდის და მსხვილის ღირსები ხართ, ვინც ამ კაცს კეტებზე ეკიდებით!”, – წერს გიორგი ნიკოლაიშვილი.