მიხეილ სააკაშვილი: ,,ივანიშვილი პატრიარქს უშვერი სიტყვებით ლანძღავდა”

მიხეილ სააკაშვილი: ,,ივანიშვილი პატრიარქს უშვერი სიტყვებით ლანძღავდა"საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ,,რუსთავი 2″-ის ეთერში ბიძინა ივანიშვილისა და პატრიარქის ურთიერთობაზე ისაუბრა:

-ბევრი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან არ მქონია, მაგრამ ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი მისი მხრიდან ყოველთვის იყო ის, რომ უშვერი სიტყვებით ლანძღავდა საქართველოს პატრიარქს. არ მსიამოვნებდა ხოლმე, ვაწყვეტინებდი, მაგრამ ვერ ჩერდებოდა.

მერე მივხვდი, ეს რაღაც პიროვნული კი არ არის, მას როგორც ინსტიტუტი, ეკლესია აღიზიანებს.