მანჩო გიორგობიანი: ,,გადაგბუგავთ, პომპეი მონაგონი იქნება!”

მანჩო გიორგობიანი: ,,გადაგბუგავთ, პომპეი მონაგონი იქნება!"მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს იმ ადამიანებზე, რომლებიც ამბობენ, რომ კლუბური ნარკოტიკი უვნებელია.

„ყველამ გავიგოთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია. ყველა იმ ადამიანის, ვისაც მიაჩნია ან მიაჩნდა (მე), რომ გასინჯვა ,, რა მოხდა მერეა…”  და კიდევ უარესი:  ფეხებით დასაკიდები არიან ისინი, ვინც ნერგავს, თითქოს კლუბური ნარკოტიკი უვნებელია!

ყველაზე მავნეა, ყველაზე! და მარიხუანით იწყება ყველაფერი, ყველა ნარკომანს მარიხუანით აქვს დაწყებული. არ მითხრათ, არაო…  მხოლოდ 4,13% რჩება აქედან მწეველად, დანარჩენი ან დადებილებულია,   ან გადადის ფსიქოტროპულებზე, ან მძიმე ნარკოტიკზე, უფრო ხშირად კი ყველაფერზე ერთად!

პლანის მოწევაც არის სიკვდილისკენ გადაგმული პირველი დიდი ნაბიჯი, დაახლოება!!! რატომ ჩქარობთ სიკვდილს, რატომ?!

ცხოვრება ისეთი მშვენიერია,ისეთი მრავალფეროვანი, თვითონ გამოგაყოფინებთ ოპიატებსაც და ალკალოიდებსაც, რომლებიც თქვენს ორგანიზმში გამომუშავდება საკმარისად,  ახალგაზრდებში ხომ საერთოდ თავზე საყრელად…

შიგნიდან იქნებით ნატურნირვანაში…  რად გინდათ ხელოვნურად მიწოდება, რისკი და ნაადრევი სიკვდილი რად! სულ ცოტა, ფსიქიკური აშლილობა, რად გინდათ, აღარავის რომ აღარ უნდიხართ ხოლმე, მერე?

იცოცხლეთ რაა…. აააა, როგორ მტკივა სულიიი!
როგორ მეცოდებიან მისი მშობლებიიი და ახლობლები, საცოდავები და უბედურზე უბედურები, დახვრიტა ოჯახი…

P.S.კიდევ ვიმეორებ!! ერთხელაც მოვისმენ პლანის და კლუბური ნარკოტიკის აგიტაცია-პროპაგანდას საინფორმაციო საშუალებიდან, ვერავინ და ვეღარაფერი შემაჩერებს დედამიწის ზურგზე, გადაგბუგავთ, პომპეი მონაგონი იქნება!”, – წერს მანჩო გიორგობიანი.