ირმა ინაშვილი ,,ოცნებას”: ,,ყველას დაგივლით და გამხელთ, ვინც ბოკერიებთან ვასვასობთ”

ირმა ინაშვილი ,,ოცნებას": ,,ყველას დაგივლით და გამხელთ, ვინც ბოკერიებთან ვასვასობთ",,პატრიოტთა ალიანსის” ლოდერი, დეპუტატი ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

,,ჩვენ გვახასიათებს თითქოს ჩაძინებისა და ინერტულობის სინდრომი, რაღაცა ეტაპზე ხალხი ყოველთვის იღლება… მაგრამ უცბად ლომებივით ვიწყებთ ღრიალს და შეტევაზე გადასვლას. ეს მაშინ ხდება, როცა მოწინააღმდეგეს სრული სიმშვიდე ეუფლება, რომ ჩაგვეძინა. ეს მაშინ ხდება, როცა უკუდეგანო უსამართლობა, უზნეობა და ღალატი ბოლოს და ბოლოს ფეხზე გვაყენებს!

ახლა ზუსტად ასეთი ჩუმი დუღილია ერში და ნუ ექნებათ ბოკერიებს იმედი, რომ ოდესმე ამ ქვეყნის ხელისუფლებაში მოვლენ! ნურც ბოკერიებთან შეკრულ “ქართული ოცნების” ზოგიერთ გავლენიან “ტვინიკოსს” ექნება მოლოდინი, რომ მორიგეჯერ უღალატებენ ქვეყანას.

სათითაოდ დაგივლით და გამხელთ, ვინც ბოკერიებთან ვასვასობთ. საზოგადოებას კი მოვუწოდებ: ძალიან ნუ მივეცემით მიყუჩებას, ლომებივით შეტევაზე გადავიდეთ და ეს მარაზმი დავასრულოთ”.