გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ,,მგონი, დაგვერხა”

გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ,,მგონი, დაგვერხა”ექსპერტი გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის შესახებ ფეისბუქში წერს:

,,საქართველო მინდა, გახდეს ის, რაც მე ვარ” – სალომე ზურაბიშვილი.  მგონი, დაგვერხა…”.

დღეს სალომე ზურაბიშვილმა პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­სა­ხე­ლა.

-სა­ქარ­თვე­ლო მინ­და, გახ­დეს ის, რაც მე ვარ, ანუ ევ­რო­პე­ლი და ქარ­თვე­ლი. სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით და წარ­სუ­ლით არის ევ­რო­პე­ლი. ჩვენ გვინ­და ევ­რო­კავ­ში­რი, ჩვენ გვინ­და ნატო – ეს არ უნდა იყოს მკვდა­რი ლო­ზუნ­გე­ბი, ჩვენ ეს ევ­რო­პუ­ლო­ბა უნდა გა­ვა­ტა­როთ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში.

ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნებ­და, ყვე­ლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა პერ­სპექ­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია. შე­იძ­ლე­ბა სხვა მე­ზო­ბე­ლი ჰყავ­დეს, მე­ზობ­ლებ­თან მეტ-ნაკ­ლე­ბად და­ა­ლა­გოს ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ მისი არ­სე­ბი­თი და ბუ­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა ევ­რო­პუ­ლო­ბაა, – გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა დღეს გამართულ ბრიფინგზე.