მარი კორკოტაძე ფეისბუქში წერს, რომ აუტიზმის მქონე ბავშვი საქართველოში თვიმფრინავში არ ჩასვეს.
,,ამ წუთას დამირეკა აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელმა. საბერძნეთში ბრუნდებოდა უკან ბავშვთან ერთად და კოპიტნარის აეროპორტში არ გაუშვეს და დატოვეს. როგორც დედამ მითხრა, 2 დღით ადრე აცნობა აეროპორტს ბავშვის მდგომარეობის შესახებ. გაფრენამდე ბავშვს ჰქონდა ისტერიკა, დაამშვიდა დედამ, სასწრაფოც კი გამოიძახეს, ექიმებმაც დასტური მისცეს, რომ ბავშვი მშვიდადაა და შეეძლოთ გაფრენილიყვნენ, მაგრამ ბავშვი არ გაუშვეს და დატოვეს.
როგორც დედამ თქვა, ბავშვს ძალიან უყვარს თვითფრინავი და სანამ დაჯდება, მანამ ემართება ეს ისტერიკა, როგორც კი ჩაჯდება თვითფრინავში, ეგრევე წყნარდება. ეს ყველაფერი არ გაითვალისწინეს.
ბავშვს საქართველოში ყოფნისას გაურთულდა მდგომარეობა, როგორც იცით, აქ ვერანაირ სერვისს ვერ მიიღებს. საბერძნეთში უკვე ეწყება თერაპიები და სკოლა და დედას ვერ მიჰყავს ბავშვი.
ბავშვს არ უშვებენ თვითფრინავში და უარს ეუბნებიან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას აქვს აუტიზმი!
ბილეთის ფული არავინ დაუბრუნა. ახლა ისესხა ფული, რომ ბილეთები ჰქონდეს და ეშინია, ისევ იგივე დღეში არ ჩააგდონ”.

