ანუკი არეშიძე საცურაო კოსტიუმში – ფოტოები ზღვის კურორტიდან

ანუკი არეშიძე საცურაო კოსტიუმში - ფოტოები ზღვის კურორტიდანთბილისის მერის, კახი კალაძისა და მისი მეუღლის, დიზაინერ ანუკი არეშიძის ცხოვრებაში ძალიან ლამაზი პერიოდია. ისინი მეოთხე შვილის მოლოდინში არიან.

წყვილის ოჯახური ცხოვრების ფოტოები სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება. ყურადღებას იქცევს ანუკი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად ამბობს, 22 კილო მოიმატა, მაინც შესანიშნავად გამოიყურება.

ამჯერად მათ ფოტოები საზღვაო კურორტიდან გაავცელეს, სადაც შვილებთან ერთად ისვენებენ.

კახი კალაძე და ანუკი არეშიძე ბავშვის სქესს არ ამხელენ, მაგრამ როგორც ამბობენ, მათ გოგონა ეყოლებათ.