ანუკი არეშიძე გამჭვირვალე კაბის გამო გააკრიტიკეს

ანუკი არეშიძე გამჭვირვალე კაბის გამო გააკრიტიკესთბილისის მერის, კახი კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე ერთ-ერთია იმ ძალიან ცოტა ქალს შორის, რომლებსაც ჩაცმულობის, სტილის გამო არ აკრიტიკებენ. სადაც კი ჩნდება, ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს, მისი სამოსი, მაკიაჟი თუ აქსესუარები დახვეწილი და სადაა.

ალბათ პირველი შემთხვევაა, როცა ანუკი არეშიძის ფოტოს უარყოფითი კომენტარებიც ახლავს. მას თმის ვარცხნილობაც შეცვლილი აქვს და გამჭვირვალე, შავი კაბა აცვია. ანუკი 9 თვის ორსულია, მალე ის და კახი კალაძე მეოთხე შვილის მშობლები გახდებიან.

არის თბილი კომენტარებიც, რომ ის ძალიან ლამაზად გამოიყურება და ასეც არის, დიზაინერი მართლაც არაჩვეულებრივ ფორმაშია.