ზაზა სარალიძე: „25 დღეც და 17 წლის გახდებოდი, მამი“

ზაზა სარალიძე: „25 დღეც და 17 წლის გახდებოდი, მამი“ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს ,,ფეისბუქში“:

„შვიდი თვე გავიდა, მამი, უშენოდ.შვიდი თვის მწარე და ცრემლიანი დღეები, საათები,წუთები და წამები.

მალე შენი დაბადების დღე მოვა, მამი.
25 დღეც და 17 წლის გახდებოდი, მამი.
17 წლის წინ როგორი ბედნიერები ვიყავით ყველა ერთად, როცა შენ შემოდი ჩვენს ოჯახში, მამი.
ხელზე ჯვარი გქონდა გამოსახული.
მეუბნებოდნენ, უფლისგან რჩეული არისო.
ასეთი რჩეული თუ იყავი, არ მინდოდა, მამი. ამისთვის თუ აგირჩია უფალმა, არ მინდოდა, მამი.

ნუ გეშინია, მამი, შენს დაბადების დღემდე იზეიმებს სამართალი.

პირობას გაძლევ, მამი, შენი მკვლელები დაისჯებიან ან თავს შევაკლავ შენი სულის სიწმინდეს“.