“უცებ გაჩერდა მანქანა და გადმოვიდა ალენ დელონი…” – რატომ გაერიდა ლიკა ქავჟარაძე ალენ დელონს, როცა მან მისი გაცნობა გადაწყვიტა

"უცებ გაჩერდა მანქანა და გადმოვიდა ალენ დელონი..." - რატომ გაერიდა ლიკა ქავჟარაძე ალენ დელონს, როცა მან მისი გაცნობა გადაწყვიტაბევრმა ადამიანმა არც იცის, რომ ლიკა ქავჟარაძის გაცნობის სურვილი თავის დროზე ალენ დელონმაც გამოთქვა, თუმცა ქართველი მსახიობისგან უარი მიიღო. როგორც ყვებიან “ნატვრის ხის” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ფილმების რეტროსპექტივაზე პარიზში წარდგენილი იყო ფილმი, ჩვენებას ლიკა ქავჟარაძეც ესწრებოდა.

პარიზში ყოფნის პერიოდი დაემთხვა მის დაბადების დღეს, რომელიც ქართველ მსახიობს “ეიფელის კოშკის” რესტორანში აღუნიშავს, საღამოს, რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც ის ქუჩას ფეხით მიუყვებოდა, როცა მის წინ მანქანა გაჩერდა, ლიკა ქავჟარაძემ მანქანაში ალენ დელონი იცნო, რომელიც გაჩერდა და მისი გაცნობა უნდოდა, ამ დროს თურმე ლიკას ძალიან შეეშინდა, დაიბნა და სასწრაფოდ ჩქარი ნაბიჯით განაგრძო გზა სასტუმროსკენ.

თავად მსახიობი ასე იხსენებდა ამ შეხვედრას: “მე ღამე მოვდიოდი ქუჩაში, პარიზში, უცებ გაჩერდა მანქანა და გადმოვიდა ალენ დელონი და ხომ იცი, ისეთი მომენტი იყო კონტაქტი რომ უნდოდა და.. მე ჯერ ეს ერთი შემეშინდა, შევხედე და ეგრევე განვაგრძე გზა, აუ ყველა ამბობდა ამის შემდეგ, რომ როგორ არ გაეცანი და ვერაფრით ვერ გავბედავდი.”

ინტერმედია