,,თამთამ სიყვარული დამიტოვა” – ბრეივიკის მოწყობილი ტერაქტიდან 7 წელი გავიდა

,,თამთამ სიყვარული დამიტოვა” - ბრეივიკის მოწყობილი ტერაქტიდან 7 წელი გავიდა7 წელია ნორ­ვე­გი­ა­ში, კუნ­ძულ ოტო­ი­ა­ზე, ტერორისტ ან­დერს ბრე­ი­ვიკ­ის მიერ მოკლული  თამთა ლიპარტელიანის ოჯახი დიდი ტკივილით ცხოვრობს. მის მშობლებს ყოფას უმსუბუქებს გოგონა, რომელიც ტრა­გე­დი­ი­დან 2 წლის მერე იშ­ვი­ლეს. ნინიმ ,,ფე­ის­ბუქ­ზე” პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

,,2011 წლის 22 ივ­ლი­სი, დღე, რო­დე­საც 77 ადა­მი­ა­ნი ერთი ადა­მი­ა­ნის მსხვერ­პლი გახ­და, ამ მოვ­ლე­ნამ კი უამ­რავ ადა­მი­ანს დას­წყვი­ტა გული. 77 ადა­მი­ანს შო­რის იყო ქარ­თვე­ლი თამ­თა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი, რომ­ლის სიკ­ვდი­ლიც მე­ხის გა­ვარ­დნას ჰგავ­და ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და არა მარ­ტო მათ­თვის, ყვე­ლა გა­ნიც­დი­და მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მათ შო­რის მეც.

ოჯახს, რო­მელ­საც ეს გო­გო­ნა ბედ­ნი­ე­რე­ბას ჰგვრი­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­ე­ცა­ლა ხე­ლი­დან ისე, რომ ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბაც ვერ შეძ­ლეს. ცხოვ­რე­ბა ძნე­ლია, როცა ადა­მი­ანს შვი­ლი უკ­ვდე­ბა, თა­ნაც ერ­თა­დერ­თი, ამ დარდს კი ვე­რა­ფე­რი ცვლის.

2 წლის შემ­დეგ მე გა­მოვ­ჩნდი და ამ დარ­დით სავ­სე სი­ცო­ცხლეს რა­ღაც იმე­დი შევ­ძი­ნე. რო­გორც დედა ამ­ბობს, ჩვენს სი­ცო­ცხლეს აზრი მი­ე­ცა შენი გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, ახა­ლი საზ­რუ­ნა­ვი გაგ­ვიჩ­ნდა და ღირს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბაო. ნამ­დვი­ლად გმი­რია ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ასე­თი უბე­დუ­რე­ბის შემ­დეგ ხე­ლახ­ლა და­ი­წყებს ცხოვ­რე­ბას და უკვე გან­ვლილ წლებს გა­ი­მე­ო­რებს, თა­ნაც პირ­ნათ­ლად, ასე­თია დე­დი­კო და მა­მი­კო…

ისი­ნი ბევრ ენერ­გი­ას ხარ­ჯა­ვენ ჩემი წარ­მა­ტე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა… თამ­თა კი ზე­მო­დან დაგ­ვყუ­რებს და ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბით ხა­რობს, და­მი­ტო­ვა სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის ვგრძნობ ჩემ გვერ­დით მყო­ფე­ბის­გან, უც­ნო­ბე­ბის­გან თუ ნაც­ნო­ბე­ბის­გან. მე ვა­ფა­სებ მათ ყუ­რა­დღე­ბას…

ამ უბე­დუ­რე­ბი­დან 7 წელი გა­ვი­და, მაგ­რამ წლე­ბი დღე­ე­ბი­ვით ილე­ვა, ეს ტკი­ვი­ლი კი ისევ ძლი­ე­რია. ერ­თა­დერ­თი, რაც ­დაგ­ვრჩე­ნია, გაძ­ლე­ბაა. რო­გორც ჩვენ გვსურს, სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი მრავ­ლად იყ­ვნენ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ასე­ვე ღმერ­თს თა­ვის­თვი­საც კარ­გი უნდა.

ისი­ნი გვი­ტო­ვე­ბენ ბედ­ნი­ერ მო­გო­ნე­ბებს, რო­მელ­თა გახ­სე­ნე­ბი­თაც მუ­დამ იარ­სე­ბე­ბენ ჩვენს გუ­ლებ­ში… თამ­თა მა­რად იქ­ნე­ბა ჩემ­ში!” – წერს ,ნინი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი.

ან­დერს ბრე­ი­ვიკ­მა 2011 წლის 22 ივ­ლისს ახალ­გაზ­რდულ ბა­ნაკ­ში 77 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა. თავ­დას­ხმის მო­მენ­ტში კუნ­ძულ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბო­და. თამ­თა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის იპო­ვეს. მას­თან ერ­თად მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე ნა­თია ჩხე­ტი­ა­ნი სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა.