პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ფეისბუქით ნუგზარ ფოფხაძეს მიმართავს და იმ დროს ახსენებს, როცა ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო.
,,საფლავთან რომ მამას დაგაცვევინებს, დასაფლავების დღეს აგენტ ქალს ამოგიგზავნის პირდაპირ საფლავთან და მერე რომ ,,იქით” ნაწყენია თვითონ – საოცარია და ,,პროფესიონალური”.
მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ჯანსუღი, რომელიც 8 აპრილს სიტყვით გამოვიდა და შეგეწინააღმდეგათ (ბ.-ნ ნუგზარ, ამის ჩანაწერიც არსებობს), არ აპატიებდით, მაგრამ სულ მთლად საფლავთან პროვოკაცია ვერ გავთვალე. მაინც მუსიკოსი ვარ”, – დაწერა ჩარკვიანმა და ნუგზარ ფოფხაძის გამოსვლის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა.

