პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ფეისბუქში წერს:
,,ვიცი, ახლა რასაც ვიტყვი, მტკივნეულია, მაგრამ არასოდეს ვამბობ ისე, თუ დარწმუნებული და შეძრწუნებული არ ვარ მოვლენებით. წყნარად, მშვიდად, ჩუმად, ვერაგულად, ჩუმი მუშაობით, ქვეყნის გადაბარება მიდის ( “სპატრახამი”) – რა ნაცი, რის ქოცი, რა იმისტი და ამისტი, რა დროს ეს არის – ხომ არ დავყრუვდით. რა ხდება, რას და როგორ ბედავენ, ხალხნო?
ქვეყანა ერთ დიდ ორმოდ გადაიქცა უკვე. უნდა გაერთიანდეს ყველა, იმისტი, ამისტი, ვინც დანაშაულში და კრიმინალში არ არის და არ იყო ჩართული, ყველა გონიერი და განათლებული. სად გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ ნორმალურად მოაზროვნე ხალხი ,,გადავყაროთ”, სად?
ამას ქვეყნის მართვა ჰქვია, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს? ,,რადარებიდან” გავიდა ქვეყანა უკვე! აღარ ვწერივართ არაფერში.
ვიძახოთ ახლა ,,უფასო ფული”, მერე ,,უფასო პური”, მერე ერთი ადგილიდან გადავიტანოთ ხე, ასე ვაპროწიალოთ ხეები და მერე ვისეირნოთ მშიერ და გაუბედურებულ ხალხთან ერთად, დენდროპარკში. პუტინი გადმოგვიგდებს ,,პაკეტ-დახმარებას” ბურჯანაძის ხელით, პური და ფქვილი რომ შემოჰქონდა, ზუსტად ისე. მორჩა, ჩემი შეგონებების და რჩევების დრო ამოიწურა!”.

