“სისხლი შადრევანივით ასხამდა” – რა სკანდალში გაეხვა შეკვეთილის სასტუმრო “ბრიზი” და რა დაემართა მსახიობ ქეთი ქიტიაშვილს

"სისხლი შადრევანივით ასხამდა" - რა სკანდალში გაეხვა შეკვეთილის სასტუმრო "ბრიზი" და რა დაემართა მსახიობ ქეთი ქიტიაშვილსმოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობმა ქეთი ქიტიაშვილმა ფეისბუქში შეკვეთილში მომხდარი ამბავი აღწერა:

“მინდა მოგიყვეთ ამბავი, როგორ წავედი დასასვენებლად და როგორი ფიზიკურად და მორალურად დაშავებული დავბრუნდი შინ.

შეკვეთილში მდებარე სასტუმრო “ბრიზი” / Hotel “Breeze”, ამ სასტუმროს აქვს ვერანდაზე გასასვლელი მინის კარები, რომელიც ისე ირეკლავს მზის სხივებს და სინათლეს, რომ წამით კარგავ ორიენტაციას და გგონია, რომ გარეთ ხარ (რასაც ადასტურებს ბევრი ადამიანი) და დიდი ალბათობით ზრდის დაზიანების საშიშროებას,

სასტუმროში ცხოვრების მეორე დღესვე დავშავდი და ვთხოვე მენეჯერს, გაეკეთებინა ნიშნული მინის კარზე, მოკლედ, რამოდენიმე დღე დაჟინებით მოვითხოვდი, მაგრამ არაფრით არ აკრავდა.

ერთ დღესაც, გარეთ გასვლისას ამ კარის მძიმე მინა დამეცა თავზე, დიდი ნაწილი მომხვდა მარჯვენა ფეხზე და მუხლს ქვემოთ მივიღე მძიმე, ღრმა ჭრილობა, სისხლი შადრევანივით ასხამდა, რა თქმა უნდა ამ ავადსახსენებელ სასტუმროს არ ყავდა არათუ ექიმი, არც ექთანი, ჭრილობის სიმძიმიდან გამომდინარე, სისხლის შეჩერება ვერ მოხერხდა ადგილზე, ამიტომ ჩემი საავადმყოფოში გადაყვანა, გახდა აუცილებელი.

ამ სავალალო სიტუაციაში მენეჯერი ქალბატონი ინგა,რომელიც პროფესიით იურისტია, შუშის ნამსხვრევებს ხვეტდა და აღშფოთებული იყო -“რა ხიფათიანი ხარ”, საავადმყოფოში ტრანსპორტირებაზე საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მალევე ჩემმა მეგობარმა თავისი სახსრებით ბათუმში ნაცნობ ქირურგთან წამიყვანა და იქ აღმომიჩინეს პროფესიონალური დახმარება.

სასტუმროს მესვეურები კი ახალ შემოსულ სტუმრებს არხეინად ღებულობდნენ, რომელთა სიცოცხლის უსაფრთხოება დაცული არ არის. მაგრამ ყველაზე მთავარი მაშინ დაიწყო, როდესაც მე დავაპირე თბილისში დაბრუნება,როდესაც ნომერში შეშინებული, დათრგუნული, დაშავებული და დაუცველი ვიწექი, მენეჯერის მეუღლე დათომ ბოდიშის მოხდით გამომიცხადა, რომ მინის ფული უნდა გადამეხადა, რომ სასტუმროს მეპატრონეები,”აწვებიან”და არანაირი მიზეზი არ აინტერესებთ. სასტუმროს მეპატრონეების სახელები და გვარები კი გასაიდუმლოებულია.

ჯერ კიდევ დასუსტებული, და დაბნეული გახლდით, ამით ისარგებლეს და საცხოვრებლის ფულთან ერთად, ყოველგვარი სინანულის გარეშე მინის ფულიც “გამომგლიჯეს”, წამოსვლისას კი საერთოდ დაიმალნენ.

აი ეს გახლავთ ქართული ”ბიზნესი”! მივმართავ ყველა ჩემს ფეისბუქ მეგობარს, გააზიაროს ეს პოსტი, საქართველოში მომსახურეობის სფეროში მუშაობენ არაპროფესიონალი, უგულო, ფულის გამომძალველი ადამიანები ,რომელთათვის ადამიანის უსაფრთხოება ბოლო ადგილზეა!
ეს არის გაფრთხილება! სასტუმრო “ბრიზი” / Hotel “Breeze” თქვენთვის და ყველა იმ ადამინისთვი,ს ვინც დააპირებს აღნიშნულ სასტუმროში დაბინავებას!”