,,პატარა ლუკას არანაირი სიმსივნე არ აღმოაჩნდა თავში” – დავით სუმბაძე

,,პატარა ლუკას არანაირი სიმსივნე არ აღმოაჩნდა თავში" - დავით სუმბაძეპატარა ლუკა, რომელსაც საქართველოში მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, კარგად არის. უცხოელმა ექიმებმა ჩვენს ქვეყანაში დასმული დიაგნოზი არ დაადასტურეს.

,,ძალიან მაგარი ამბავი მაქვს –  პატარა ლუკას არანაირი სიმსივნე არ აღმოაჩნდა თავში. ყველაფერი ექვემდებარება მკურნალობასო. ახლა ველაპარაკე ექიმს. ვულოცავ ლუკას, თავის მშობლებს, ჩემს თავს და ყველას, ვინც გულთან მიიტანა ამათი ამბავი.

დიდება და მადლობა უფალს. მადლობა ნუგზარ სულაშვილს, მასთან ერთად დგომამ ბევრი კარგი რამე იცის, გაიხარეთ”, – წერს დავით სუმბაძე.

,,იაშვილის კლინიკა ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. კლინიკის დირექტორის ოფიციალური წერილი მივიღე. მიზეზი თურმე ის არის, რომ მე შეგნებულად ვეწევი მათი კლინიკის დისკრიმინაციას”, – წერს ნუგზარ სულაშვილი.