ნანი ბრეგვაძე ბოტასებსა და სარაფანში – ,,იოგას ჩემმა მეუღლემ მაზიარა”

ნანი ბრეგვაძე ბოტასებსა და სარაფანში - ,,იოგას ჩემმა მეუღლემ მაზიარა”ნანი ბრეგვაძემ ქართულ ესტრადაზე გამოჩენისთანავე ვარსკვლავით გაიბრწყინა. ის გამოირჩეოდა არა მარტო მუსიკალური ნიჭით, არამედ სასაცენო მანერებით, ჩაცმულობით და გრაციოზულობით. თაყვანისმცემელთა უზარმაზარი არმია მას დღემდე მოჰყვება.

ნანი ბრეგვაძე 82 წლის არის და დღესაც არაჩვეულებრივ ფორმაშია. რამდენიმე ხნის წინ შვილისშვილის მეუღლემ, ფუფა გოგლიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მომღერლის ფოტო, სადაც ქალბატონი ნანი ბოტასებითა და ჭრელი სარაფნით არის. როგორც წესი, ის საზოგადოებაში ასე ჩაცმული არ ჩნდება.

ჟურნალ ,,სარკეს” ქალბატონმა ნანიმ თავისი სილამაზის საიდუმლო გაუმხილა:

-ჩემი მეუღლე ციხიდან რომ გამოვიდა, უკვე კარგად იყო დაუფლებული იოგას და მეც მაზიარა ამ ხელოვნებას. ყოველდღე ვვარჯიშობდი და არის ერთი პოზა “სანთელი”, რაც თავზე დგომას ნიშნავს, იმასაც საუცხოოდ ვასრულებდი.

ახლა დიდი სპორტულობით აღარ გამოვირჩევი. მართალია, გარეთ ნაკლებად ვსეირნობ, მაგრამ ჩემს სახლში ოთახიდან ოთახში ძალიან ბევრს ვმოძრაობ.