დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეისბუქში წერს:
,,ვუყურე ბიძინას გუშინდელ გამოსვლას. თუ აქამდე ვერ ხედავდა რეალობას – ხალხის გაღატაკებას, მთავრობის შეცდომებს, ცუდ პრემიერს და წელს დაინახა და გადააყენა, მომავალში რას დაინახავს და რამდენად ადეკვატურად?!
სამწუხაროდ, თავის სტიქიაშია (ხეები, ბიზნესპროექტები), ამასობაში ბავშვები და მოხუცები ნაგვის ყუთებში იქექებიან. ძალიან ადვილი ყოფილა საკუთარი ფეშენებელური სასახლეებიდან ერის დაქცევის ყურება და მსჯელობა”.

