ზაზა სარალიძე: ,,ეს არის მთავრობის მორიგი მცდელობა, მომატყუოს და თვალებში ნაცარი შემაყაროს“

ზაზა სარალიძე: ,,ეს არის მთავრობის მორიგი მცდელობა, მომატყუოს და თვალებში ნაცარი შემაყაროს“მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, ფეისბუქით მიმართვას ავრცელებს:

,,მივმართავ სრულიად საქართველოს.

განურჩევლად პოლიტიკური მოღვაწეობისა.

განურჩეცლად რელიგიური მრწამსისა.

დღეს ჩემი განადგურება არა მარტო სისტემამ, არამედ სისტემის შემქმნელებმაც გადაწყვიტეს.

მთავრობამ გადაწყვიტა ახალი გამოძიების ჩატარება.

მოწმეები დაშინებულია და მოსყიდული.

ნივთმტკიცებები განადგურებულია.

თუ მოწმეები და ნივთმტკიცებები აღარ არსებობს, რომელ გამოძიებაზეა საუბარი.

ეს არის მთავრობის მორიგი მეთოდი, რომ კიდევ მომატყუოს და თვალებში ნაცარი შემაყაროს.

გამოდის, რომ სისტემას მთავრობა მფარველობს.

მივმართავ სრულიად საქართველოს.

განურჩევლად პოლიტიკური მოღვაწეობისა.

განურჩეცლად რელიგიური მრწამსისა.

დღეს ჩემი განადგურება არა მარტო სისტემამ არამედ სისტემის შემქმნელებმაც გადაწყვიტა.

მთავრობამ გადაწყვიტა ახალი გამოძიების ჩატარება.

მოწმეები დაშინებულია და მოსყიდული.

ნივთმტკიცებები განადგურებულია.

თუ მოწმეები და ნივთმტკიცებები აღარ არსებობს რომელ გამოძიებაზეა საუბარი.

ეს არის მთავრობის მორიგი მეთოდი,რომ კიდევ მომატყუოს და თვალებში ნაცარი შემაყაროს.

გამოდის,რომ სისტემას მთავრობა მფარველობს.

ერთადერთი ადამიანი მთავრობიდან, ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა, ეს არის მართლა ადამიანი და მართლა ქართველი: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი.

მადლობა პრეზიდენტს, მის ოჯახსა და მის ადმინისტრაციას.

მმართველი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს არ ჰქონდა სურვილი, გვერდით დამდგომოდა, როგორც ადამიანი.

როგორ ვენდო მათ, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ ჩემი მოსმენაც კი“.