თინათინ ხიდაშელი მამუკა ბახტაძეზე: ,,პრემიერად გვეყოლება ბეჟუაშვილების ბიზნესპარტნიორი”

თინათინ ხიდაშელი მამუკა ბახტაძეზე: ,,პრემიერად გვეყოლება ბეჟუაშვილების ბიზნესპარტნიორი"თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი პრემიერობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეზე სოციალურ ქსელში წერს:

,,ოცნების” მე-6 წელს პრემიერად გვეყოლება:
1. ბეჟუაშვილების ბიზნესპარტნიორი;
2. 2012 -ის აგვისტოში ნაცმოძრაობის ერთგული დამფინანსებელი;
3. 2003 წელს ათასი შესაძლებლობიდან მოსკოვში განათლების მიღებაარჩეული ახალგაზრდა;
4. ნულოვანი გამოცდილებით.

თითქოს ეს საკმარისი არ იყო, ,,ოცნებამ” აგვიხსნა, შეაშინეს 2012-ში და იმიტომ შესწირაო. და კიდევ ვინმემ რომ შეაშინოს, არადა მიშაზე დიდ ბუებს რა დალევს ამ ქვეყნად, მერე რა ვქნათ, იქნებ ესეც მოაყოლოს ბატონმა ვოლსკიმ და სხვა ,,გამპრავებლებმა”.