სოციალური ქსელით საშინელი ამბავი ვრცელდება, რომ ორი დღის წინ ქართველი ბიჭუნა, სკოლის მოსწავლე დიმა დიმულია სტადიონზე ინფარქტით გარდაიცვალა.
,,არ ვიცი, რა ჰქვია ამ ყველაფერს. სისასტიკე, ტრაგედია თუ საერთოდ შეიძლება სახელი მოუძებნო ამ უბედურებას… ბავშვი, რომელსაც ცხოვრებაში წამალი არ დაულევია, 1 კვირის წინ ზუგდიდში ჭიდაობაში 1 ადგილი აიღო, გუშინწინ სტადიონზე სათამაშოდ გასულმა ინფარქტი მიიღო.
დიმა დიმულია, ცეცხლი ბიჭი, ახლა საყინულეში წევს. ძნელია ამის ატანა. ზღვა ხალხი მოდის… ნაცნობ-უცნობები ტირიან, გლოვებენ. უფალმა სასუფეველი დაგიმკვიდროს, ჩემო ბიჭო…” – წერს ნინო ყაზარაშვილი.

