ბათუმში დღეს საზარელი მკვლელობა მოხდა. ქალმა 4 წლის გოგონა, სავარაუდოდ, ცემით მოკლა. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამ მკვლელობას სოციალურ ქსელით ეხმაურება.
„მეტირება. ჩვენი შვილები არიან ყოველდღიური ძალადობის, სექსუალური შევიწროების და სკოლაში ბულინგის მსხვერპლნი ოჯახში, ქუჩაში თუ სკოლაში… მშობლებმა ხშირად ეს არ იციან და ჰგონიათ, რომ სანდო ადამიანებს აბარებენ შვილებს… სკოლებში არ არსებობს ბულინგის გამოვლენის და სწორი რეაგირების სისტემა… სახალხო დამცველი დაიწყებს კამპანიას, რომ არასრულწლოვნებს შეეძლოთ ძალადობის შესახებ კონფიდენციალური შეტყობინების სათანადო ორგანოში გაკეთება.
მათ დღესაც შეუძლიათ კონფიდენციალურობის დაცვით ჩვენთან ცხელი ხაზის მეშვეობით განახორციელონ – 1481!“, – წერს სახალხო დამცველი.

