ნანუკა ჟორჟოლიანი: „ვერც კი წარმომიდგენია, კვირიდან როგორ არ უნდა დამეწყოს გულისცემა”

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ვერც კი წარმომიდგენია, კვირიდან როგორ არ უნდა დამეწყოს გულისცემა"მეგაშოუ „მხოლოდ ქართულის“ დასრულებას, მისი ერთ-ერთი წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ვერც კი წარმომიდგენია კვირიდან როგორ არ უნდა დამეწყოს გულისცემა. მერე ორშაბათს როგორ არ უნდა გამიმძაფრდეს. სცენაზე გასვლამდე როგორ არ უნდა დამავიწყდეს ყველაფერი, რისი თქმაც დაგეგმილი მქონდა.

რეალურად, ამ პროექტმა შემაყვარა ორშაბათი. მერე, მთელი კვირა რომ იაგუნდური მქონდა. მიყვარს ზუსტად ისე, როგორც ნანუკას შოუ. და ამაყი ვარ, რომ იმაზე მაგარი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.

ახალი სეზონი კი მალე დაიწყება, მაგრამ მანამდე, ძალიან დამაკლდები. მხოლოდ ქართული“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.