მომღერალ მაია ჯაბუას ქალიშვილი, მომღერალი ლიზა ყენია შეყვარებულთან ერთად ბათუმში ისვენებს. წყვილმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, ზოგმა ახალგაზრდა მომღერალი გააკრიტიკა, ზოგმა კი კომპლიმენტებით აავსო.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლიზა ყენია სექსუალური ფოტოებით აჟიოტაჟს იწვევს. ის სოციალურ ქსელში საცურაო კოსტიუმში გადაღებულ სურათებს ხშირად აქვეყნებს.

