,,ირაკლი ღარიბაშვილი ისევ ივანიშვილის ნაჩუქარ სახლში ცხოვრობს, მანქანაც კი არ ჰყავს” – ნინო ჯღარკავა

,,ირაკლი ღარიბაშვილი ისევ ივანიშვილის ნაჩუქარ სახლში ცხოვრობს, მანქანაც კი არ ჰყავს" - ნინო ჯღარკავაჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ყოფილ პრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზე წერს:

,,გეხსომებათ, ადრე იმასაც ვწერდი, მალე მოვა ის დრო, ვინც ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის წინაღმდეგ შავი პიარი ააგორა და თითო აგური დადო მოსყიდული მედიასაშუალებებით, ყველას მოეკითხება-თქო, არავის არ შერჩება ის ტალახი.

აგერ გავიდა სამი წელი და ირაკლის და მისი ოჯახის მოპარული ვერც მილიონი, ვერც კაპიკი, ვერც ქონება ვერ აღმოაჩინა ვერავინ. ისევ ბიძინას ნაჩუქარ სახლში ცხოვრობს, ისევ დედოფლისწყაროში აქვს მამის სახლი და საკუთარი მანქანაც კი არ ჰყავს!

უსინდისოები ხართ, ვინც სკამის გამო მის ჩაძირვას ცდილობდით, სსვების მოპარულ მილიონებს არ იმჩნევდით და ამ პატიოსანი ბიჭის განადგურებაზე მთელი სახელმწიფო მანქანა ამუშავეთ, აგერ დადგა დრო, ყველა პასუხს აგებთ, უკლებლივ!”.