ინგა გრიგოლია: ,,კვირიკაშვილს უახლოეს მომავალში გადააყენებენ”

ინგა გრიგოლია: ,,კვირიკაშვილს უახლოეს მომავალში გადააყენებენ"ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ფეისბუქში წერს:

,,ჩემი დასკვნა: დღეს unicef -ის კვლევებზე ამდენი იმიტომ ისაუბრეს ,,ოცნებაში”, რომ მთელი პასუხისმგებლობა ამ საგანგაშო მონაცემებზე გადატანილი იქნა მთავრობის მეთაურზე და ეკონომიკურ გუნდზე და ამ მიზეზით გაუშვებენ კიდეც გიორგი კვირიკაშვილს პოსტიდან, დახურულ შეხვედრაზე მძიმე საუბრებიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

ვისი ბრალია ეს საგანგაშო მონაცემებიო, ვისი და მთავრობისო. იმიტომაც, რამდენჯერმე გაუსვა ხაზი დღეს ,,რეაქციაში” არჩილ თალაკვაძემ მთავრობის რეაქციას და პროგრამას ველითო და ცხადია, არც შემთვევით ახსენა ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.

დღეს მოიგო პრემერმა შიდა ბრძოლა, მაგრამ უახლოეს მომავალში გადააყენებენ (სავარაუდოდ) და მიაყოლებენ კაბინეტის სხვა წევრებსაც. მიზეზი უკვე მოიძებნა-კვლევები, რომლებიც აჩვენებს სიღარიბის ზრდას. სხვანაირად ვერაფერი მოუხერხეს კვირიკას”.