,,იმერული ესკიზები” მამუკა ბახტაძის სახლშია გადაღებული

,,იმერული ესკიზები" მამუკა ბახტაძის სახლშია გადაღებულინანა მჭედლიძის ცნობილი ფილმი ,,იმერული ესკიზები” საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის სოფლის სახლშია გადაღებული. მისი ოჯახი ხონიდანაა. მამუკა ბახტაძემ თავისი ბავშვობის სახლის ფოტოები სოციალურ ქსელში თავადვე გამოაქვეყნა და დაწერა:

,,იმერეთი ჩემი კუთხეა. ხონში, ამ სახლში საუკეთესო წლები მაქვს გატარებული და ბავშვობის ბევრი სასიამოვნო მოგონება სწორედ ამ ეზოს, ამ სახლს უკავშირდება, რომელიც 150 წლის არის. ეს სწორედ ის სახლია, სადაც ყველასათვის საყვარელი ფილმი, ,,იმერული ესკიზებია” გადაღებული. ჩემი ბავშვობაც ამ ფილმივით ტკბილი და მოუსვენარი იყო”.