მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი გულის მძიმე შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს. დიდი ხანია, რაც მომღერალს გული აწუხებს. ,,სარკესთან” საუბრობდა, რომ ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მუდმივად არის. თუმცა ამჟამად გულის შეტევის მიზეზი ნერვიულობა გახდა – მას ბინა დაუყადაღეს.
მომღერლის მეგობრები საბანკო ანგარიშებს აქვეყნებენ მის დასახმარებლად.
ჟურნალისტი ნინო ჯღარკავაც წერს „ფეისბუქში“, რომ საზოგადოება მის დასახმარებალდ უნდა გაერთიანდეს.
,,არიან მომღერლები რომლებიც არასდროს არავის აწუხებენ, არც ხმამაღლა შეუძლიათ თავიანთ გაჭირვებაზე წუწუნი, აქვთ ხალხის დიდი სიყვარული და გულში დიდი დარდი.
ასეთია ზურა დოიჯაშვილი სახალხო მომღერალი, უყვარს ყველას დიდს, პატარას, მღერის ყველასთვის, ზურა დღეს გულის შეტევით გადაიყვანეს კლინიკაში, ნერვიულობამ თავისი ქნა, ბინა, სადაც ცხოვრობდა სამი შვილით და მეუღლით, დაყადაღებულია. მუსიკით ვერ არჩინა ოჯახი, დღეს სანამ ცოცხალია, მანამ სჭირდება თანადგომა, თორემ მიცვალებულის დატირება კარგად შეგვიძლია.
საოცრად თავმდაბალი და უკეთილშობილესი ადამიანია ზურა, არც იტყოდა თავის გაჭირვებას, შემთხვევით რომ არ გამეგო.
საქართველოს მოსახლეობას ვთხოვ, მათ, ვისაც ერთხელ მაინც მოგისმენიათ ზურას სიმღერა, ტაში დაგიკრავთ, გაგღიმებიათ, მოგწონებიათ, დავეხმაროთ ზურას, უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ბიზნესმენებს, ზურას კოლეგებს, უბრალო ადამიანებს, გადავრჩინოთ ზურა! ეს მისი საბანკო რეკვიზიტებია! თბს.ბანკი
GE30TB7365245064100044 ბადრი დოიჯაშვილიGE23BG0000000747592200 საქართველოს ბანკი“, – წერს ნინო ჯღარკავა.

