ირმა ბერიძე ფეისბუქში გულისამაჩუყებელ წერილს აქვეყნებს:
ისეთმა ბიჭმა მითხრა, ირმა, ხან დღეგამოშვებით ვჭამ, რომ შვილებს არ მოვაკლოო… დავიზაფრე, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, მე შემრცხვა რომ თქვა, თან ისე თითქოს მითხრა, წიგნის კითხვა დავამთავრე – წუწუნის გარეშე, უბრალოდ თქვა.
ახლა რომ ვწერ, რა? მაგრამ ვერ მოვითმინე, არ დამეწერა – ამ ბიჭის წვალებით გადახდილი გაზისა თუ დენის ფულით ვინც თავის თავს, შვილებს, ოჯახს კეთილდღეობაში აცხოვრებს და ,,აგულავებს”, ლუკმა როგორ გადასდის ყელში? როგორ იძინებს? როგორ უხარია და არის ბედნიერი? არაფერი იზომება და იწონება, მართლა არაფერს აქვს საზღაური?
ცემენტის „პაჭკებიო“ იმ სუსტ მხებზე… იმ წვრილი ბეჭებით და ძვლებით როგორ დაათრევს. ყველას თავისი ჯვარი რომ აქვს, ვინ დამარიგებს, მაგრამ ამხელა უფრსკული მოტაშფანდურე მაძღრებსა და მშიერ ოჯახებს შორის სიცოცხლის სიხარულს გიკლავს. ვეღარ ხარ კარგად, როგორ იქნები”.

