,,ბულინგი” არ არის მოგონილი პრობლემა, ნამდვილია, გაცილებით საშინელია, ვიდრე ზოგიერთებს ეჩვენებათ” – დავით გაბუნია

,,ბულინგი" არ არის მოგონილი პრობლემა, ნამდვილია, გაცილებით საშინელია, ვიდრე ზოგიერთებს ეჩვენებათ" - დავით გაბუნიაბულინგი სკოლაში, კონფლიქტი თანატოლ ბიჭებთან, რომელიც საზარელ დანაშაულში გადაიზრდება – სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალების” გმირის, ჯეკო გოცირიძის გარშემო დატრიალებულ ამბებს მაყურებელი სოციალურ ქსელში ეხმაურება. ემოციები კიდევ უფრო მძაფრი იმიტომ არმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ხშირად ჩვენ თვალწინ, რეალურ ცხოვრებაში თამაშდება.

,,ხელოვნურ სუნთქვას” რომ ვაკეთებდით, მახსოვს, რა დუჟმომდგარი ისტერიკა ატეხა მაყურებლის ნაწილმა იმ ეპიზოდებზე, სადაც ბავშვები ონლაინ ჯგუფში სახიფათო დავალებებს ასრულებდნენ. იყო ბევრი ლანძღვა და წიოკი, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი თავისთვის დაესვათ კითხვა, სინამდვილეში ვიცით თუ არა, რას აკეთებენ ჩვენი შვილები, რითი ცხოვრობენ, რას ფიქრობენ, რა პრობლემები აქვთ და სად ეძებენ გამოსავალს ამ პრობლემებიდან.

ჰოდა, ახლაც, ,,ჩემი ცოლის დაქალების” დღევანდელი ეპიზოდიც ასეთ მძაფრ რეაქციებს გამოიწვევს, ოღონდ, სამწუხაროდ, არა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც უნდა გამოიწვიოს – არავის არ სიამოვნებს ცხვირწინ აფარებული ძალადობა, ყველას ურჩევნია, კომფორტულად დაყრუვდეს და დაბრმავდეს.

დიახ, ეს უკვე გაშინაურებული სიტყვა ,,ბულინგი” არ არის მოგონილი პრობლემა, ნამდვილია, საშინელია, იმაზე გაცილებით უფრო საშინელი, ვიდრე ზოგიერთებს ეჩვენებათ. ჰოდა, ამიტომ მადლობა ავტორებს – შევწუხდით, არ გვესიამოვნა? ძალიანაც კარგი. მართლა უნდა შევწუხდეთ და არა თხუთმეტი წუთით, ეკრანებთან. ელაპარაკეთ თქვენს შვილებს! ქეთი დევდარიანი, მიყვარხარ”, – წერს დავით გაბუნია.