,,ბაღებში არაადამიანურად ექცევიან ბავშვებს, ტუალეტში არ მიჰყავთ, ეუბნებიან, რომ შარვალში ჩაიფსან” – რას წერს ნესტან ბლუაშვილი

,,ბაღებში არაადამიანურად ექცევიან ბავშვებს, ტუალეტში არ მიჰყავთ, ეუბნებიან, რომ შარვალში ჩაიფსან" - რას წერს ნესტან ბლუაშვილინესტან ბლუაშვილი ფეისბუქით საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს საბავშვო ბაღებში არსებულ მდომარეობაზე და ჟურნალისტებს მიმართავს, რომ ამ თემით დაინტერესდნენ.
„გუშინ ჩემი 3 წლის დისშვილი სახედალურჯებული წამოვიყვანეთ ბაღიდან, თვალის ქვედა მხარე და ცხვირი აქვს დარტყმული. გადარჩენილია, რომ თვალი ან საფეთქელი არ დაარტყა.

მასწავლებელმა გვითხრა, სკამს დაარტყა დილითო და არ დაურეკავს. ჩვენ საღამოს გამოვიყვანეთ.

ბავშვმა თქვა, მაგიდიდან ვხტებოდითო (ბავშვები მაგიდებზე დახტიან და მასწავლებელი ალბათ ინტერნეტში იყო შემძვრალი). კამერები მხოლოდ დერეფნებშია, ოთახებში არაა.

ყველა საჯარო ბაღში არაადამიანურად ექცევიან ბავშვებს – ტუალეტში არ მიჰყავთ. ეუბნებიან, რომ შარვალში ჩაიფსან და ჩაისვარონ, მერე მშობლებს ურეკავენ, რომ ბავშვმა ჩაისვარა და წაიყვანონ. ვისაც პამპერსი უკეთია, მათაც უშლიან ბაღში კუჭში გასვლას.

ეს ამბავი გუშინ გავიგე. გაცოფებული ვარ. ეს ხალხი, ასეთი არაადამიანები რატომ მუშაობენ ბავშვებთან?!

ეს @ლე მთავრობა არაფრის მაქნისია, იქნებ, თავისუფალმა ჟურნალისტებმა აიღონ ეს თემა და აიძულონ პოლიტიკანა დირექტორები, ოთახებში დადგან კამერები. და მერე ადვილად გაკონტროლდება სიტუაცია. ქართველებივით ბავშვების მოძულე ხალხი სხვა არ მეგულება“, – წერს ნესტან ბლუაშვილი.

წესით, საჯარო სივრცეში გამოქვეყნებულ ინფორმაციას უკვე უნდა მოჰყოლოდა რეაგირება შესაბამისი სამსახურებიდან, თუმცა ჯერჯერობით ამის შესახებ კომენტარს არავინ აკეთებს.