ტკბილეულის ფასიც მოიმატებს – ,,უნდა ვიფიქროთ, როგორი იყოს ფასი ტკბილეულზე” – გუგული მაღრაძე

ტკბილეულის ფასიც მოიმატებს - ,,უნდა ვიფიქროთ, როგორი იყოს ფასი ტკბილეულზე" - გუგული მაღრაძეპარლამენტის დეპუტატმა გუგული მაღრაძემ მიზანს მიაღწია – საჯარო სივრცეში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. ახლა მისი სამიზნე ჭარბი წონა გახდა და მის რეგულაციებზე საუბარი უკვე დაიწყო. ამის შესახებ მან პირველად ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში განაცხადა.

-ჩვენ უნდა დავიწყოთ ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს ახლა მთელ მსოფლიოშია აქტუალური.

ჭარბწონიანობა პრობლემაა მოსწავლეებშიც. უნდა ვიფიქროთ, როგორი უნდა იყოს კვება სკოლებში, ბაღებში,  ვთქვათ, ტკბილეულის ნაწარმზე, როგორი უნდა იყოს ფასი და გადასახადი.