თინათინ ხიდაშელი: ,,ამდენ ზიზღს როგორ უძლებთ? ან სამშობლო რა არის თქვენთვის?”

თინათინ ხიდაშელი: ,,ამდენ ზიზღს როგორ უძლებთ? ან სამშობლო რა არის თქვენთვის?"თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი დღევანდელ მოვლენებს ფეისბუქით გამოეხმაურა.

,,იქ, რუსთაველზე ათასობით ახალგაზრდა დგას! გაბრაზებულია, შეურაცხყოფილია, თვლის, რომ თავისუფლებისთვის იბრძვის!
– იმიტომ, რომ სხვაგვარად აცვია, სხვა ფერის თმა აქვს, სხვაგვარად ერთობა, სხვა ლექსებს კითხულობს ან სულ არ კითხულობს, სხვა მუსიკას უსმნეს, სხვა იდეალები აქვს, სხვაგვარად ესმის თავისუფლება, სხგვარად უნდა გართობა, იქ არ არის, სადაც თქვენ ხართ, სხვა ეკლესიაში დადის და სხვაგვარად ესმის ბედნიერება ამიტომ:
– სამარცხვინოა?
– უზრდელია?
– გაუნათლებელია?
ამიტომ უნდა ჩაქოლოთ, დასცინოთ, შეურაცხყოთ?
ამიტომ უნდა გეზიზღებოდეთ?
ამიტომ უნდა იმეტებდეთ?

თვლით, რომ არასწორად იქცევიან, არ გსიამოვნებთ. ეს გავიგე, მაგრამ ამდენ ზიზღს, სიძულვილს, ბოროტებას როგორ უძლებთ, როგორ გძინავთ? ან ეს ქვეყანა რისთვის გინდათ, ან სამშობლო რა არის თქვენთვის? ვისთვის გინდათ?”, – წერს თინათინ ხიდაშელი.