თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,სააკაშვილი ჭორაობს, ივანიშვილს ფრანგული დაზვერვა ეძებსო”

თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,სააკაშვილი ჭორაობს, ივანიშვილს ფრანგული დაზვერვა ეძებსო"გუშინ გადაცემა ,,არჩევანში” სქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბრობდა. ,,ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ,,არჩევანის” ეთერს სოციალურ ქსელით გამოეხმაურა და სააკაშვილის გააკრიტიკა და ,,რუსთავი 2″-იც.

„რუსთავზე გიგა უნდა ყოფილიყო და გადავრთე. მიდის ვოქსპოპი – ორი კითხვა.

1) რას ფიქრობთ ივანიშვილის დაბრუნებაზე
2) რას ფიქრობთ ოპოზიციის გაერთიანებაზე

ჩაერთო სააკაშვილი – ჭორაობს. სახელებით, ფამილარულად მოიხსენიებს ივანიშვილის გარემოცვას. სასიძოდ მოიხსენიებს ვიღაცეებს. ივანიშვილს ფრანგული საგარეო დაზვერვა ეძებსო – ყვება. სად ეძებს, ბატონო მიხეილ? დამირეკონ, ვეტყვი სადაცაა.

ცხადია არ ჰკითხა გაბუნიამ, სად ეძებენ ივანიშვილს, სად ემალება ფრანგ სამართალდამცავებს,

მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს – ვისმინეთ 12 წუთიანი ჭორაობა.

ამის შემდეგ ჩაერთო გიგა, გაბუნიამ დასვა ვოქსპოპის პირველი კითხვა, გიგამ უპასუხა და გაბუნიამ 5 წუთში ეთერიდან გათიშა. გაერთიანებაზე კითხვა არ დასვა.

12 წუთი ილაპარაკა მიშამ – ამსტერდამშია. საქართველოში არ ყოფილა 6 წელია. ბოცო და გვარამია უყვებიან, რა ხდება და ჭორაობს.

ოპოზიციის გაერთიანება იყო გადაცემის თემა და გაბუნიამ გაერთიანებაზე ბოკერიასთან კითხვა არ დასვა- 5 წუთში დაასრულა.

შეიძლება კონტრასტმა დააბნია, შეიძლება არ აწყობდათ გაერთიანებაზე გიგას პასუხი, შეიძლება ორივე ერთად. ესეც გიგას პასუხი ივანიშვილის დაბრუნებაზე. ანუ ვოქსპოპის პირველ კითხვაზე.

მეორე კითხვა არ დასმულა.

P.S. ამავე ,,პროდასავლური” არხის ეთერში ზუსტად 10 წუთი დაეთმო ნინო ბურჯანაძეს.

საგარეო ორიენტაციას რომ თავი დავანებოთ, გიგას პარტია 20 კაციანი ფრაქციითაა პარლამენტში. ბოლო ეროვნულ არჩევნებში 10.6 პროცენტი აიღო. ბურჯანაძე ვის წარმოადგენს?”, – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.