საბა კემულარიამ ლიდერობის რეკორდი მოხსნა – ,,ყველას გამო მტკივა გული, ვინც პროექტს ტოვებს”

საბა კემულარიამ ლიდერობის რეკორდი მოხსნა - ,,ყველას გამო მტკივა გული, ვინც პროექტს ტოვებს"„მხოლოდ ქართულის“ მეოთხე ,,ლაივშიც” პროექტის ლიდერი საბა კემულარია გახდა. მან როგორც ჟიურისგან, ასევე მაყურებლისგანაც მაღალი ქულები მიიღო. ახალგაზრდა მომღერლის თქმით, ყველას გამო სტკივა გული, ვინც პროექტს ტოვებს.

-ზოგადად კონკურსში მონაწილეობა ძალიან რთულია, რადგან არ იცი, რა მოხდება – შეიძლება ცუდი რამ მოხდეს, რამაც გული გატკინოს.

ყველა კონკურსატი ერთმანეთის ახლო მეგობრები ვართ და ყველას გამო გვტკივა გული, ვინც ტოვებს კონკურსს. ასევე მინდა, ყველა იმ ადამიანს გამოვეხმაურო, ვინც მხარი დამიჭირა და თავისი ძვირფასი დრო დამითმო. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, – უთხრა „სარკეს“ საბა კემულარიამ.

მარი მგალობლიშვილი, სარკე