რა ხდება სოფო ბათილაშვილსა და კონსტანტინე კარანაძეს შორის – „მარტო ის მახსოვს, რომ კოსტა ჩამეხუტა”

რა ხდება სოფო ბათილაშვილსა და კონსტანტინე კარანაძეს შორის - „მარტო ის მახსოვს, რომ კოსტა ჩამეხუტა”კულუარებში საუბრობენ, რომ პროექტ ,,მხოლოდ ქართულის” მონაწილეებს, სოფო ბათილაშვილს და კოსტა კარანაძეს ერთმანეთი მოსწონთ. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, რომელიც „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა.

– სოფო, წინა ლაივზე (სიმღერა ,,იაგუნდისას” შესრულებისას) ყველაზე კარგი შეფასება ჟიურის მხრიდან შენ დაიმსახურე…

– ეგეც მერე მოვისმინე, იქ არაფერი მესმოდა.

– ანუ, როგორც გიორგი უშიკიშვილმა აღნიშნა, არ იყავი რამდენიმე წუთი იქ?

– ჰო, დაახლოებით ასე იყო. კულისშიც არ მახსოვს, რას ვაკეთებდი. ვინ შემხვდა, ვინ მომილოცა, არაფერი მახსოვს. მარტო ის მახსოვს, რომ კოსტა ჩამეხუტა და მომილოცა.

– შეყვარებული ხარ?

– იცით, ეს ზედა ძალიან გიხდებათ (იცინის).

– შენც ძალიან გიხდება კოსტას სვიტერი.

კოსტა კარანაძე: ხედავ, როგორი ჟურნალისტური ჩაგიტარა? (იცინიან)

პრაიმტაიმი