ნუგზარ სულაშვილი შემზარავ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც, სავარაუდოდ, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაშია გადაღებული.
კარდებში ხელშეკრულ მამაკაცს, სავარაუდოდ, ვენაში ინექციას უკეთებენ. მამაკაცი ყვირის, რომ სტკივა და შველას ითხოვს, ამბობს, რომ ცუდად არის, მაგრამ მას სამედიცინო დახმარებას არ უწევენ.
,,ქოც-ხელისუფლების აღდგენილი სამართალი. ახალი კადრები”, – წერს ნუგზარ სულაშვილი.
ვიდეოს კომენტარები ახლავს.
,,ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლები სასტიკად აწამებენ ხელშეკრულ პატიმარს და გარკვეულ ნივთიერებას უკეთებენ ვენაში – ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულება… როგორც გავიგე, ხელვაჩაურის პოლიციელები აწამებენ ქუთაისის ციხეში. მეც ასე მომაწოდეს”, – წერს კომენტარებში მერაბ ლომიძე.
ჯერჯერობით შსს-ს კომენტარი არ ვრცელდება.
https://www.facebook.com/sulaber/videos/1825909060801465/?t=18

