ნიკა გვარამია: ,,13 ივნისს ხომ კარგები იყვნენ, ახლა გახდნენ დასარბევი ნაბიჭვრები?!”

ნიკა გვარამია: ,,13 ივნისს ხომ კარგები იყვნენ, ახლა გახდნენ დასარბევი ნაბიჭვრები?!",,რუსთავის 2″-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსთაველზე გამართულ აქციაში მონაწიილებს აკრიტიკებენ, 13 ივნისის ტრაგედია შეახსენა, როცა ახალგაზრდები გარეთ გამოვიდნენ და სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებოდნენ, ქუჩებს და შენობებს წმენდნენ.

,,აქ ხომ იყვნენ კარგები და ჩვენი საამაყო მომავალი, ამათ მხრებზე რომ გადაიარა მთელმა 13-მა ივნისმა და მისი შედეგების აღმოფხვრამ?! ახლა გახდნენ ნარკომანები და ბარიგები?!! ახლა გახდნენ დასარბევი ნაბიჭვრები?! ახლა აღარ მოგწონთ ამათი სვირინგები, საყურეები, მოკლე კაბები და ფერადი შარვლები?!
მართლა ფურთხის ღირსი ხართ ყველა, ვინც ამათი გაშავებით ხართ ახლა დაკავებული, სახელმწიფოიან მოქალაქეებიანა”, – დაწერა გვარამიამ ფეისბუქში.