,,განადგურებული ვარ, ჩემი ხელით გადმოვასვენე. როდემდეეეეეეეე”, – წერს ფეისბუქში ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ძმა მიშა ჟორჟოლიანი.
მისი ეს პოსტი გარდაცვლილ მეგობარს, კახა კიკნაძეს უკავშირდება, რომელიც, სავარაუდოდ, ახალი თაობის ნარკოტიკმა შეიწირა.
მდგომარეობა საგანგაშოა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ახალგაზრდა გარდაიცვალა ნარკოტიკის ინტოქსიკაციით.
გუინ ,,თეთრი ხმაურის მოძრაობამ” საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ნარკოტიკების მოხმარების შედეგად კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც ირკვევა ერთ-ერთი გარდაცვლილი 38 წლის კახა კიკნაძეა, ხოლო მეორე – 39 წლის ლევან კალანდაძე.

