მუხრან ბურჭულაძე ეროვნული გამოცდების წინააღმდეგ: ,,არ გიტყდებათ, თქვენს ცოდნას და ატესტატს ყალბს რომ უწოდებენ?”

მუხრან ბურჭულაძე ეროვნული გამოცდების წინააღმდეგ: ,,არ გიტყდებათ, თქვენს ცოდნას და ატესტატს ყალბს რომ უწოდებენ?",,ლიბერალ დემოკრატების” ლიდერი მუხრან ბურჭულაძე ეროვნული გამოცდების წინააღმდეგ გამოდის და ფეისბუქში წერს:

,,მინდა, სტუდენტებს და მომავალ სტუდენტებს გკითხოთ: არ გიტყდებათ, როდესაც თქვენს ცოდნას და ატესტატს ყალბს უწოდებენ?

“ეროვნული გამოცდები” საბჭოთა ინსტიტუტია, დამამცირებელი და ბარიერი წითელ ინტელიგენტად ჩამოყალიბების გზაზე.

“ეროვნული გამოცდებით” რეჟიმი გეკითხებათ, მართლა იცით თუ არა ის, რასაც თქვენი ატესტატი ადასტურებს, ხომ არ გაქვთ ყალბი ცოდნა ან დოკუმენტი.

დროა, დაიცვათ საკუთარი ღვაწლი, ცოდნა და ღირსება.

P.s. განათლების ხარისხს ამოწმებს და აფასებს დამსაქმებელი და არა ,,სახელმწიფო”. სასწავლებლის იმიჯიც მისი მოსწავლის კარიერაზეა დამოკიდებული.
თუ უგამოცდოდ ჩარიცხული სტუდენტი ვერ ისწავლის, დარჩება კურსზე და იხდის ასე გამუდმებით ფულს, თუ მას ეს სიამოვნებას ჰგვრის, რაც სასწავლებელსაც აწყობს, ხოლო თუ ის წარმატებულია, ცხადია, ასახელებს უნივერსიტეტსაც და სკოლასაც. ესაა კაპიტალისტური ქვეყნების განათლების სისტემისა და შრომის ბაზრის ურთიერთდამოკიდებულების ანი და ბანი”.