მიხეილ სააკაშვილი ნინი ბადურაშვილთან ,,რომანზე”: ,,,აი, ასე ვრცელდებოდა ჭორები”

მიხეილ სააკაშვილი ნინი ბადურაშვილთან ,,რომანზე”: ,,,აი, ასე ვრცელდებოდა ჭორები”ცოტა ხნის წინ მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია ,,იბერიის” გადაცემა ,,ფაბრიკაში” ისაუბრა წლების წინანდელ ჭორზე, რომ მას და მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომანი ჰქონდათ.

-არასდროს შეწყდა ეს ჭორი. ბევრი ადამიანი გვიყურებს და, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მე ამ ადამიანს არ ვიცნობდი მაშინ, როცა ეს ეს ჭორი აგორდა. მე ვიყავი შოკში! 17-18 წლის გოგო ვიყავი, ჩემი ცხოვრება მქონდა, შეყვარებული მყავდა, აბსოლუტურად სხვაგან ვიყავი და ეს ადამიანი სხვაგან იყო.

არ ვიცი, ვინ ააგორა ეს პირველი ტალღა, რომელმაც მოიცვა სრულიად საქართველო. იქნებ მისმა მტრებმა, იმიტომ, რომ მისთვის არასასიამოვნო ჭორები იყო… ჩემთვისაც საზიანო იყო, მაგრამ მისი ანტიპიარი იყო, ამაზე ვიღაცებმა იმუშავეს, მაგრამ არ ვიცი, ვინ. რაც ხელისუფლებაში იყო, სულ ლაპარაკობდნენ. მან იცოდა ამ ჭორების შესახებ. იცინოდა. ძლივს არ გავიცანი ეს ბავშვიო, რას ერჩიან თუ რას მერჩიანო, რაღაც ასეთს ამბობდა, – მოყვა ნინი ბადურაშვილმა გადაცემა ,,ფაბრიკაში”.

ნინი ბადურაშვილის ნაამბობს მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და ფეისბუქში დაწერა: ,,აი, ასე ვრცელდებოდა ჭორები”.