მეგი გოცირიძე ბერას: ,,დამშვიდდი შვილო, მამას შენი თანადგომა დასჭირდება მატროსოვზე”

მეგი გოცირიძე ბერას: ,,დამშვიდდი შვილო, მამას შენი თანადგომა დასჭირდება მატროსოვზე"ნაციონალური მოძრაობის წევრმა მეგი გოცირიძემ რეპერ ბერა ივანიშვილს ზედიზედ ორი სტატუსი უძღვნა. ცოტა ხნის წინ ფეისბუქში დაწერა:

,,ბერა, დამშვიდდი შვილო, წინ დიდი ნერვიულობა გელის, მამას შენი თანადგომა დასჭირდება, მატროსოვზე სტაფილოს წვენის შეწოდება, ბროწეულის ოყნები და ნიცშეს კრიტიკის შეგზავნას დიდი ნერვები და ენერგია ესაჭიროება. ვიცი, ადვილი არ იქნება და ამიტომ აქედანვე გითანაგრძნობ, შვილები მშობლების დანაშაულებზე პასუხს არ აგებენ, პასუხს მხოლოდ დამნაშავეები აგებენ დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე როგორც მშობლები, ასევე შვილები….
მუდამ შენი მეგი”.

მეგი გოცრიძის ეს სტატუსები მოჰყვა ბერა ივანიშვილის განცხადებას, რომ მას ,,კლუბ” ბასიანთან არანაირი შეხება არ აქვს და არც არასოდეს ყოფილა მისი. მეგი გოცირიძეს კი, ვინც ეს ცილი დასწამა, პასუხისგებაში მისცემდა, ასაკი რომ არ უშლიდეს ხელს.