ლუბა ელიაშვილი: ,,ღმერთი მიყვარდა, მაგრამ ახლა მისი მეშინია კიდეც”

ლუბა ელიაშვილი: ,,ღმერთი მიყვარდა, მაგრამ ახლა მისი მეშინია კიდეც”ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი ფეისბუქში წერს, რომ მას შემდეგ, რაც ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, ღვთის შიში გაუჩნდა.

,,ამას წინათ ჩემს პატარა შვილს გავუმხილე: ადრე, ვიდრე ღმერთი ისე მწამდა, როგორც ეს თავად წარმომედგინა, ღმერთის კი არ მეშინოდა, მხოლოდ მიყვარდა, ახლა კი, რაც ეკლესიაში დავდივარ, ვმარხულობ, აღსარებას ვაბარებ და ვეზიარები, ღმერთი თან მიყვარს და თან მისი მეშინია-მეთქი.
ელენემ ამიხსნა: კი არ გეშინია, არამედ გერიდება. აი, ისე, მე მამიკო რომ მიყვარს და ისეთი რამის გაკეთების მეშინია, რაც მას არ მოეწონებაო.
ერთი ჩემს მოძღვარს უნდა ვუამბო ეს ამბავი”.