“ლილეს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა და ვიღაც ქალმა წაიყვანაო, ბავშვებმა მითხრეს” – გვანცა კაჭკაჭიშვილის ემოციური პოსტი

"ლილეს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა და ვიღაც ქალმა წაიყვანაო, ბავშვებმა მითხრეს" - გვანცა კაჭკაჭიშვილის ემოციური პოსტიცოტა ხნის წინ გვანცა კაჭკაჭიშვილმა ფეისბუქში ასეთი რამ დაწერა:

“გუშინ სკოლაში კრებაზე ვიყავი ლილემ გარეთ ვიქნები ბავშვებთან ერთადო. გავბედე და დავტოვე. ზოგადად მარტო არ ვტოვებ ხოლმე 10 წუთის მერე გავდივარ და ლილე არ ჩანს ბავშვებს ვეკითხები, ლილე სად არის-მეთქი. ხელი მოარტყეს, ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა და ვიღაცა ქალმა წაიყვანაო.

ვინც მიცნობთ, ალბათ მიხვდით, რაც დამემართა. საშინელი საზიზღარი შეგრძნება. მოიყცანა მერე იმ ქალმა, მაგრამ ისეთი ცუდი შეგრძნებით მოვედი სახლში, ხმას ვერ ვიღებდი, ჩუმად ვიჯექი და მერე სააბაზანოში შევედი და ამიტყდა ტირილი.

ღამე საერთოდ ვერ დავიძინე. ვფიქრობდი, რო ვთქვათ ვიღაც არაკეთილისმოსურნე იყო ის ქალი და რო ვერ მეპოვა ბავშვი და ათას სისულელეს  🙈 🤔

მოკლედ, უდიდესი სიხარულია შვილი და ამასთან ერთად შიში პასუხისმგებლობა ყველა ემოცია არეულია ერთანეთში. ეხლა მესმის შენი რო არსად არ უშვებდი ტყუპებს მარტო  😍 🤔”